კონტაქტი
(+995) 577 903 138
SMART HUB
კონტაქტი
(+995) 577 903 138
ადგილმდებარეობა
თბილისი, საქართველო
ტრეინინგ -პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს გახდეს ინგლისური ენის ტრენერი, მასწავლებელი, ან შექმნას საავტორო კურსი. პროგრამა დაგეხმარებათ სწავლების გამოცდილების მიღებასა და მრავალმხრივი პედაგოგიური უნარ–ჩვევების განვითარებაში. სტაჟირების კურსი გაძლევთ დასაქმების პერსპექტივას - სტაჟირების გავლის შემდეგ, საუკეთესო სტუდენტები დასაქმდებიან ჩვენს ორგანიზაციაში ინგლისური ენის ტრენერად. გადმოგეცემათ სერტიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი - რაც დაგეხმარებათ სხვა ორგანიზაციაში დასაქმებაში.
გთავაზობთ კორპორატიულ კურსებს, რომლებიც სრულად ერგება თქვენი კომპანიის საქმიანობის სფეროს, საჭიროებებსა და მიზნებს.
პროგრამა შეირჩევა თქვენი კომპანიის საქმიანობის სფეროს შესაბამისად, პროგრამაში გათვალისწინებული იქნება შესაბამისი ტერმინოლოგია და პროფესიული საკითხები.
ლექციების ინტენსივობა და განრიგი შემოშავდება თქვენთან შეთანხმებით და სრულიად მორგებული იქნება თქვენს ინტერესებსა და პრიორიტეტებზე.
პერიოდულად მოგაწვდით თითოეული თანამშრომლის ენობრივ პროგრესისა და აკადემიური მოსწრების დეტალებს.
გაკვეთილების ჩასატარებლად სივრცეს თავად აირჩევთ – ჩვენი აუდიტორიები, თქვენი ოფისი ან ონლაინ რეჟიმი.
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი.