კონტაქტი

(+995) 577 903 138

location logo

ადგილმდებარეობა

თბილისი, საქართველო

school image

ჩვენს შესახებ

Smart Hub — წარმოადგენს სივრცეს, სადაც უცხო ენების შესწავლა ხდება სწრაფი, ეფექტური და სასიამოვნო პროცესით. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია ენის სპეციალისტებითა და პროფესიონალი პედაგოგებით, რომლებიც მიზანმიმართულად მუშაობენ სტუდენტების ინდივიდუალურ საჭიროებებზე. ჩვენთან ასწავლიან ქართველი სპეციალისტები, ასევე უცხოელი native speaker-ები, რაც უზრუნველყოფს მრავალფეროვან და მაღალხარისხიან საგანმანათლებლო პროცესს.

სმარტ ჰაბი გთავაზობთ სპეციალურად ქართველ და უცხოელ სტუდენტებზე მორგებულ პროგრამებს, რომლებიც ორიენტირებულია უცხო ენის სწრაფ ათვისებასა და მის რეალურ, პრაქტიკულ გამოყენებაზე. ჩვენი კურსები განკუთვნილია როგორც ბავშვებისა და მოზარდებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვის — ნებისმიერი ასაკის სტუდენტს შეუძლია იპოვოს მისთვის შესაფერისი გზა ახალი ენის შესასწავლად.

ჩვენ ვქმნით თანამედროვე, მეგობრულ და უსაფრთხო გარემოს, სადაც სტუდენტები თავს კომფორტულად გრძნობენ. პატივს ვცემთ თითოეულის თქვენგანის თავისუფლებას, განსხვავებულობას და ვცდილობთ, რომ სწავლა იყოს არა მხოლოდ სასარგებლო, არამედ სასიამოვნო პროცესიც.

Smart Hub მუდმივად ისწრაფვის განვითარებისკენ — რეგულარულად ვანახლებთ სასწავლო პროგრამებს, ვნერგავთ ინოვაციურ მეთოდებს, მათ შორის თანამედროვე ელექტრონულ ქვიზებსა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას სასწავლო პროცესში. ჩვენ გვჯერა, რომ სწავლა არის უწყვეტი პროცესი და სწორედ ამ სულისკვეთებით ვმოქმედებთ.

გარდა ფასიანი კურსებისა, ენების სწავლით დაინტერესებულ პირებს Smart Hub სთავაზობს უფასო სემინარებს, ვორქშოპებსა და სხვადასხვა საინტერესო აქტივობებს, რაც კიდევ უფრო ამდიდრებს სტუდენტების ცოდნასა და გამოცდილებას.

Smart Hub — წარმოადგენს პლატფორმას, სადაც მუდმივი განვითარება ცხოვრების წესია.